ამაღლების დღესასწაულზე ვეჯინის ამაღლების სამონასტრო კომპლექსში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ვეჯინში, ამაღლება საეკლესიო დღესასწაულთან ერთად ტრადიციული, სახალხო დღესასწაულის ხასიათს ატარებს და აღინიშნება ყოველწლიურად.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამაღლების დღესასწაულს დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.