თელავი 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, მრავალფეროვანი პროგრამით იზეიმებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით იზეიმებს თელავი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს პროგრამას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
11:00-18:00 – საბავშვო აქტივობები: 3D მაკეტი მოძრავი ელემენტებით. რომელიც აჩვენებს, რა გზას გადის ელექტროენერგია მომხმარებლებამდე; ენერგეტიკული გასაფერადებელი; ააშენე მილსადენი; ენერგეტიკული ფაზლი; ინტერაქტიული თამაში; ქარის სათამაშო ტურბინა. შემეცნებითი აქტივობები: 3D ზონა – VR/3D სათვალეები, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები მიიღებენ ვიზუალურ და შემეცნებით გამოცდილებას ენერგიის წყაროების მუშაობის შესახებ და ექნებათ ვირტუალურ რეალობაში მოხვედრის საშუალება; ენერგიის გენერირების ველოსიპედები; საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ციფრული ვიზუალიზაცია; გაზი და უსაფრთხოება – შემეცნებითი კუთხე; მინი ექსპერიმენტორიუმი “შექმენი საკუთარი ენერგია;”
12:00-18:00 – მასკოტები;
12:00-19:00 – სამეწარმეო სივრცე;
13:00-22:00 – კვების ზონა;
15:00 – 16:30 – ადგილობრივი საბავშვო შემოქმედებითი ჯგუფები;
17:10 – საქართველოს ჰიმნი – „თელავის კაპელა;“
17:30-18:30 – ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი;
19:00 – გალა კონცერტი.
საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, თელავში გაიმართება საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.
11:00-18:00 – საბავშვო აქტივობები; ღია ბარათების გაგზავნა; ფოსტალიონები; კალიგრაფისტი; ინტერაქციული აქტივობა ზრდასრულებისთვის -“თქვენთვის წერილია;”