კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინიციატივა სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, ყველა რეგიონში 150 კაციანი სამოქალაქო რაზმების ჩამოყალიბებისა და მომზადების შესახებ. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, კომპეტენციის ფარგლებში ინიციატივის მხარდასაჭერად გამოთქვა მზაობა და მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
შეხვედრის დასასრულს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ – ა(ა)იპ-ის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, დირექტორის პირველი მოადგილე, კობა ლაჭყებიანი, მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, „საქართველოს გენერალთა კლუბის“ აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე და გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე.