ხელისუფლების წარმომადგენლებმა შალვა ამონაშვილს 95 წლის იუბილე მიულოცეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელს – შალვა ამონაშვილს მიულოცეს 95 წლის იუბილე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შალვა ამონაშვილს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და უსურვეს მხნეობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა.