დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან 2026 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც გასულ წლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც აქტიურ რეჟმში გაგრძელდება.