საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.
დიპლომატები კახეთში, „შატო ზეგაანში,” ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციისა და კულინარიის მასტერკლასები. სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ რთველში.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მინისტრსა და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.