თელავში, 23 სექტემბერს, ალადაშვილის 2, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ეზოში, 11:00 საათიდან – 18:00 საათის ჩათვლით, ჩატარდება უფასო სკრინინგი.
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, „დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პაციენტებს ჩაუტარდება შემდეგი სკრინინგული კვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ასაკის ქალბატონებისთვის (ძუძუს გასინჯვა, მამოგრაფიული კვლევა, საჭიროების შემთხვევაში ძუძუს ექოსკოპია); B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგი, გლუკომეტრია; არტერიული წნევის გაზომვა.