კახეთის რეგიონში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია.
პირველ ეტაპზე, კახეთის რეგიონში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 32 საბავშვო ბაღს.
ამ დროისთვის დასრულებულია 7 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხოლო 23 ბაღზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართეს სამუშაო შეხვედრა.