ლევან ანდრიაშვილი ადგილზე გაეცნო გურამ რჩეულიშვილის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას.

თელავში, ალაზნის გამზირზე, მიმდინარეობს გურამ რჩეულიშვილის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში ხორციელდება და ფინანსდება 77 193 ლარით.
აღსანიშნავია, რომ ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილი იქნება ყველა შესაბამისი ინვენტარით.