საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს პრემიერი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.
ირაკლი კობახიძემ პლატონ კალმახელიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ პლატონ კალმახელიძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, ასევე, 2014 წელს არჩეული იყო თელავის მერად.