ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ ჩხეიძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო სასურსათო პაკეტები გადასცეს.
“დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცე და საახალწლო სასურსათო პაკეტები გადავეცი,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.