ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელის, გივი ჩოხელის დაბადებიდან 89 წელი შესრულდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტის დამსახურებული ოსტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გივი ჩოხელის ოჯახის წევრებმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიგა მამუკელაშვილმა, საკრებულოს წევრმა მიხეილ დაღუნდარიძემ და საფეხბურთო სკოლა „თელავის“ დირექტორმა გიგა იაშვილმა თელავში, გივი ჩოხელის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ჩატარდა გივი ჩოხელის სახელობის ტურნირი, რომელშიც ხუთი მუნიციპალიტეტის რვა გუნდი მონაწილეობდა.
გივი ჩოხელის სახელი დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ხოლო მისი სახელობის ტურნირი ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელის ხსოვნის პატივისცემისა და ახალგაზრდა თაობაში სპორტის პოპულარიზაციის ტრადიციას აგრძელებს.