თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და კახეთის რეგიონში თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს, ზურაბ ჩხაიძეს შეხვდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო – თურქეთს შორის არსებულ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.
საუბარი შეეხო კახეთში ეკონომიკური ფორუმის გამართვის საკითხს, რომელიც რეგიონში არსებული საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენასა და ინვესტორებისთვის საინფორმაციო პლატფორმის შექმნას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე განიხილეს ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ითვალისწინებს კულტურული ღონისძიებების ერთობლივ ორგანიზებასა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.