კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურის, სოციალურ – ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებული საკითხები.
საუბარი შეეხო 14 ივნისს დაგეგმილი 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის, დაჯილდოების ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებს.
მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.