თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სააღდგომო ფესტივალი გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი კერამიკის სააღდგომო ფესტივალს დაესწრო.
კერამიკის სააღდგომო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სკოლა-სტუდია „კერას“ ორგანიზებით ჩატარდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კერამიკული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა კერამიკის მასტერკლასი და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა სააღდგომო თიხის კვერცხების მოხატვაში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ წელს, კერამიკის სააღდგომო ფესტივალში მონაწილეობდა 400-მდე ახალგაზრდა.