თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალთა ოთახის ორგანიზებით თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა სემინარი თემაზე – ,,ქალი, კარიერა და ოჯახი.”
შეხვედრას უძღვებოდა პოზიტიური და ტრანსკულტურული ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოტერაპევტი, ლალი ბადრიძე, რომელმაც ისაუბრა ქალის პიროვნული განვითარების პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის, პიროვნული პოტენციალის აღმოჩენასა და რეალიზების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს ლალი ბადრიძემ პასუხი გასცა დამსწრე ქალბატონების კითხვებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე.