გივი ზაუტაშვილმა, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა პირადად დაათვალიერა.

დღეს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან ერთად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ხელოვნების პოპულარიზაცია და მათი შემოქმედების საზოგადოებისათვის გაცნობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის პროექტის – „გაიღრმავე ცოდნა,“ ფარგლებში მოქმედი ხატვისა და თექაზე მომუშავეთა წრეების 120 მოსწავლის ნამუშევარი.
ღონისძიების დასასრულს, ხატვისა და თექაზე მომუშავეთა წრეების აღსაზრდელებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.