ვაჟა მაღრაძემ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად სოფლის საჭიროებები განიხილა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ მათთან ერთად გაიარა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აუცილებელია სოფლის განვითარებისთვის.
“სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება და ყოველ შეხვედრაზე კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის უშუალო აზრი და ჩართულობა. საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლევან მახაშვილთან ერთად განვიხილეთ ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. დიდი მადლობა მოსახლეობას გულთბილი მიღებისა და აქტიური ჩართულობისთვის. ერთად აუცილებლად შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.