დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ილია მზექალაშვილი მოქალაქეებს შეხვდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადად იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე.
როგორც მერმა აღნიშნა, შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარდება არსებული საკითხები.
“დღეს, ტრადიციულად მერიაში შევხვდი მოქალაქეებს. შეხვედრაზე ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე ვიმსჯელეთ. შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარდება არსებული საკითხები,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.