დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, ყვარლის საპატიო მოქალაქეების, ღირსების ორდენის კავალრების – ირაკლი მათიკაშვილისა და სოსო ფუტკარაძის სახელობის ვარსკვლავების გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სალოტბარო სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ყვარელი“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
“დავესწარი ყვარლის საპატიო მოქალაქეების, ღირსების ორდენის კავალრების – ირაკლი მათიკაშვილისა და სოსო ფუტკარაძის სახელობის ვარსკვლავების გახსნის ღონისძიებას, სადაც მონაწილეობა მიიღეს სალოტბარო სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ყვარელი“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი კახაბერ მარკოიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.