გურჯაანში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა გალაკონცერტით.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში, გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს,“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.
ფესტივალის დასკვნით კონცერტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – კონსტანტინე ბერიძიშვილი, ვაჟა ბენაშვილი და დელეგატის ბიუროს უფროსი ზაზა შოშიაშვილი ესწრებოდნენ.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან, სიმფონიურ ორკესტრთან და შერეულ გუნდთან ერთად მონაწილეობდნენ – მანანა თოდაძე, კოტე ყიფიანი და საერთაშორისო აღიარების მქონე ესპანელი ლირიული სოპრანო ევა მარკო.
შეგახსენებთ, რომ ხელოვნების საერთაშორისი ფესტივალი გურჯაანში მეორედ გაიმართა.