გულგულაში, სარწყავი სისტემის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, სარწყავი სისტემის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, გელა სამხარაული და საქართველოს მელიორაციის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, ალექსანდრე კირვალიძე.
სოფელ გულგულაში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის N61 გამანაწილებელი ქსელის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის თელავი-ახმეტის სერვისცენტრი ახორციელებს. N61 გამანაწილებელი ემსახურება სოფელ გულგულის 400-500 ჰა. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს. გამანაწილებლის საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 10,5 კმ-ს, რომლის აღდგენის შემთხვევაშიც, სარწყავი სისტემით 500-მდე ბენეფიციარი შეძლებს სარგებლობას.