გომბორის უღელტეხილზე ქართული და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება.

თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, 9 – 10 აგვისტოს, გომბორის უღელტეხილზე გაიმართება ქართული და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი PASS FEST KHEDI GOMBORI, სადაც წარმოდგენილი იქნება – ეთნოგრაფია, კულინარია, ფოლკლორი.
“ფესტივალის პროგრამა: ქართული საკონცერტო პროგრამა: 17:00 საათიდან – 22:00 საათამდე: თორღვა ბენდი “ჩელა” ფოლკლორული ბენდი “ხიზანი” ალექსანდრე სამხარაძე აჩი ალავიძე ლიკა და თამარ ჭინჭარაულები ელექტრონული მუსიკის პროგრამა: 23:00 საათიდან – 10:00 საათამდე DJ SHDEG (ლუკა გურჩიანი) DJ IV (ალეკო წურწუმია) DJ Meximridi (გიორგი მაისურაძე),”– თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილება.