დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრ, რევაზ სოხაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე, ლევან ღირსიაშვილთან ერთად, მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის პირველ საჯარო სკოლაში და ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმინდა შალვა, ბიძინა და ელიზბარის სახელობის საშუალო სკოლაში იმყოფებოდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, აგრეთვე, ადგილზე გაეცნენ სკოლების ინფრასტრუქტურას და არსებულ საჭიროებებს.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლებში ასევე იმყოფებოდნენ – აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.