გიორგი ალადაშვილმა საკრებულოების ახალ შემადგენლობას წარმატებები უსურვა.

კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს ახალი შემადგენლობა ჰყავს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, როგორც საკრებულოების წევრებს ასევე თავმჯდომარეებს წარმატებები უსურვა.
“ვულოცავ, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების ახალ შემადგენლობებს უფლებამოსილების დაწყებას და თავმჯდომარეებს არჩევას. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე. წარმატებები ახალ ეტაპზე, ჩვენი რეგიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ,” – აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.