ქალაქ ყვარელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხოლო პროექტის ფარგლებში გზის 906 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყობა ასფალტის საფარისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები
“ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ყვარელში გავეცანი საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს. ქალაქ ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები. პროექტის თანახმად დაგეგმილია გზის 906 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ასფალტის საფარისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა,” – აღნიშნა ილია მზექალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 291 897 ლარს და იგი ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან.