ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ქალაქ ყვარლის კულტურის სახლში გაიმართა ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?”
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება. აღსანიშნავია, რომ სასკოლო თამაშში მონაწილეობდა 16 გუნდი.
ქულათა რაოდენობის მიხედვით, საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
I ადგილი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლა (კაპიტანი – ბადრი კანანაძე, საბა ცირიკაშვილი, კესო ქემოკლიძე, ანა ზანდარაშვილი, ნიკა მამულაშვილი, მარიამ არჯევნიშვილი, მიშიკო გელაშვილი; მასწავლებლები: ანზორი გაბაძე, ნინო ბურკიაშვილი);
II ადგილი – დავით ელიზბარაშვილის სახელობის შილდის N1 საჯარო სკოლა (კაპიტანი – სანდრო მირინაშვილი, დალიკო აღნიაშვილი, ლევანი ტუსნიაშვილი, ნანა ზუბიტაშვილი, სალომე მირინაშვილი, მარიამ ელიზბარაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ნიკოლოზ ჩოდრიშვილი; მასწავლებლები: მაია მაზანაშვილი, ნათია ზურაბიშვილი);
III ადგილი – ახალსოფლის პირველი საჯარო სკოლა (კაპიტანი – სანდრო გიორგაძე, ალექსი ქაჯაია, სოსო შაროვი, დათო მჭედლიშვილი, გიგი ჩუბინიძე, რომანი მედულაშვილი; მასწავლებელი: ქეთევან კვარაცხელია);
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სიმბოლური თასი, სიგელები და პრიზები.