თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილებამ ანიმაციის მასტერკლასს უმასპინძლა.

21-23 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის კულტურის ცენტრისა და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზის“ ორგანიზებით გაიმართა ანიმაციის მასტერკლასი.
თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ანიმაციის მიმართულების მოსწავლეები.
ანიმაციური ფილმების ჩვენებას უმასპინძლეს სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლისა და სოფელ ყარაჯლის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „თოფუზი“ – ექო თელავი“ წარმოადგენს ტრადიციულ სახელოვნებო  -საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც 2013 წლიდან ტარდება და წელს თელავის მუნიციპალიტეტში გაიმართა მეცამეტედ.