თელავში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.