ააიპ სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის” ფრენბურთელთა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფრენბურთში 2025 – 2026 უმაღლესი ლიგა.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, მერვე ტურში ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის” ფრენბურთელთა გუნდი დაუპირისპირდა ჩემპიონატის ფავორიტ ,,სტუს” გუნდს.
“თელაველებმა შეძლეს 0:2 – დან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 ანგარიშით მოგება.
ვულოცავთ ბიჭებს და ვუსურვებთ წარმატებებს,” – ნათქვამია თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ გამოქვეყნებულ ინფორციაში.