ახმეტაში, ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო სივრცე გაიხსნა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო სივრცის გახსნას დაესწრო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2022 წელს, UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო” (MAB) საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მსოფლიო ბიოსფერული რეზერვატების ქსელში შეიყვანა სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი.
საზოგადოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ მოეწყო სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო სივრცე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, თელავის მუნიციპალიტეტების მერი ვაჟა მაღრაძე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და პროექტის მცირე გრანტების პროგრამის ბენეფიციარები.