დღეს, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

დღეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსმა, შოთა ლოლაშვილმა, კოლეგებს წარუდგინა  2025 წლის საქმიანობის ანგარიში.
“სამუშაო შეხვედრაზე ზედამხედველობის სამსახურმა წარმოადგინა წლიური ანგარიში. საგრძნობლად გაზრდილია გამოვლენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რაოდენობა. ჩვენი მიზანია, სამსახურების ეფექტურობის გაზრდა და დროული რეაგირება მოსახლეობის საჭიროებებზე,” – აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა
შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა სამუკაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.