სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ინიცირებული პროექტის – „გმირის დღე“ ფარგლებში, გამართულ შემეცნებით ღონისძიებას დაესწრო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ისტორიკოსებმა – გიორგი ჩერქეზიშვილმა და ეკატერინე კოზაკიშვილმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე ll – ის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
შემეცნებით ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებოდნენ.