თელავში, 6 და 7 დეკემბერს, სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა იმოქმედებს.

“მოქალაქეთა საყურადღებოდ!
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 6 და 7 დეკემბერს, თელავში იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
6 დეკემბერს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე საახალწლო ღონისძიებების მზადების პროცესის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შიეზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან საქართველოს ფოსტის შენობამდე (ერეკლე II- ის გამზირი #12).
7 დეკემბერს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან საქართველოს ფოსტის შენობამდე (ერეკლე II- ის გამზირი #12).” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.