ახმეტის მუნიციპალიტეტში, აქტიურად გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზემო ხოდაშენში, ახლად რეაბილიტირებული მინი სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო ტრენაჟორებისთვის განკუთვნილი სივრცე.
სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 30 000 ლარი.