დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მოადგილესთან, გელა სამუკაშვილთან ერთად სოფელ სამრეკლოს სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო და მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტაძარში წირვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
“დღეს, მეუფე თეოდორემ, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა სოფელ სამრეკლოში, სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარში. რვა წლის წინ, სწორედ ამ ტაძარში დაარსდა დედათა მონატერი. გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს,” – განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.