თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამების განვითარებისა და მხარდაჭერის ოფიცერს, გენცი პიეტრის შეხვდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი თანამშრომლობის მიმართულებებსა და იმ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას, ჩართულობის გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე მიგრაციის მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.
მხარეებმა ისაუბრეს, როგორც მიმდინარე პროცესებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე და განსაზღვრეს თანამშრომლობის პერსპექტივები.