დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მოქალაქეთა მიღება გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა მერთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა მიერ განხილული საკითხები ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ საჭიროებებს შეეხებოდა.
“მერიაში შევხვდი მოქალაქეებს, რომელთა ძირითადი მოთხოვნები შეეხებოდა ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოწესრიგებას, ჯანდაცვისა და სოციალურ თემებს. თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერა და დახმარება აღვუთქვი შესაძლებლობების ფარგლებში,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.