საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ კაკუტაშვილმა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს ახალი მოადგილე გელა ოკინაშვილი წარუდგინა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლებმა ახალ მოადგილეს წარმატებული მუშაობა უსურვეს.
შეხვედრას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, არსენ ტუხაშვილი.