19 ნოემბერს, თელავში, გაიმართა მუნიციპალური თამაშები მინი ფეხბურთში გოგონებს შორის.

19 ნოემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური თამაშები მინი ფეხბურთში გოგონებს შორის.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა სოფელ იყალთოს საჯარო სკოლამ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა სოფელ კონდოლის საჯარო სკოლა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაზე წარადგენენ თელავის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალური თამაშები გაიმართება კიდევ სპორტის 4 სახეობაში.