თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს.

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა, რომელიც თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
გიორგი ფარადაშვილმა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები წარადგინა.
საკრებულოს სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად წარიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს ️თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თხლაშიძე აირჩიეს, რომლის კანდიდატურას საკრებულოს 34-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
არჩილ თხლაშიძემ თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მხარდაჭერისთვის, მმართველ გუნდს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების კანდიდატურები დაასახელა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე თინათინ ხანჯალიაშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, ხოლო მოადგილეებად ნუგზარ ცაძიკიძე და ჯუმბერ ბატიაშვილი აირჩიეს.