თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი ქადაგიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ყვარლის მოსახლეობას შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან, პარლამენტის წევრთან, დავით მათიკაშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდათან ილია მზექალაშვილთან ერთად.
“ქალაქ ყვარლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი გამოცდილი კადრია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშობლიური მუნიციპალიტეტის უკეთეს მომავალსა და განვითარებაზე ზრუნვა. ილია მზექალაშვილს ვუსურვებ წარმატებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.