დედოფლისწყაროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელიც გაეცნო კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ადგილზე არსებულ ვითარებას. მინისტრი შეხვდა სამედიცინო პერსონალს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს – ისაუბრეს ამჟამინდელ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით, კლინიკაში იგეგმება დამატებითი სერვისების ამოქმედება.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ: „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.