ყვარელში, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ნინი ბადურაშვილის კონცერტი გაიმართა.

ქალაქ ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახალხო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ნინი ბადურაშვილისა და ბენდის კონცერტი.
სპეციალური სტუმრები – ეკა კახიანი და მარიამ მამისმედიშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა.