თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე ართანის მოსახლეობას შეხვდა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში, ვაჟა მაღრაძე შეხვდა ართანის მოსახლეობას და ადგილობრივების საჭიროებებს პირადად გაეცნო.
“დღეს სოფელ ართანაში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა. მადლიერი ვარ იმ გულწრფელი დახვედრისთვის, რომელიც ადგილობრივებისგან მივიღე. მათი სითბო, გულახდილობა და ღიად გამოხატული მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი სტიმულია.
ერთმანეთთან საუბარში მკაფიოდ გამოიკვეთა ის საჭიროებები და გამოწვევები, რაც დღეს სოფელს აქვს, ასევე ის უდიდესი პოტენციალი, რაც ართანას გააჩნია – შრომისმოყვარე ადამიანები, მდიდარი ტრადიციები და მომავლის რწმენა,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.