დღეს, ვაჟა მაღრაძე სოფელ ვანთის, კისისხევისა და ნამსახრალის მოსახლეობას შეხვდა.

დღეს, “ქართული ოცნების” თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე მოსახლეობას შეხვდა სოფელ ვანთაში, კისისხევსა და ნასამხრალში.
“სოფელ ვანთაში, კისისხევსა და ნასამხრალში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ყურადღება გამაახვილა სოფლების წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე, იმ სამომავლო მიმართულებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტის გაძლიერებას.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, დღეს მივიღე დიდი სითბო, პატივისცემა და მხარდაჭერა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მაძლევს ძალას, რომ მუდმივად ვიმუშაო ჩვენი რეგიონის უკეთესი მომავლისთვის.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება თელავს!” – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვაჟა მაღრაძემ.