დღეს, ვაჟა მაღრაძე სოფელ ფშავლის, ლეჩურისა და ლალისყურის მოსახლეობას შეხვდა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში, ვაჟა მაღრაძე შეხვდა სოფელ ფშავლის, ლეჩურისა და ლალისყურის მოსახლეობას.
ვაჟა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა სოფლის გაძლიერებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე.
“დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, ლეჩურსა და ლალისყურში გამართული შეხვედრებისას, მქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ მომესმინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ერთად განვიხილეთ არსებული გამოწვევები და საჭიროებები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სოფლების გაძლიერებაზე,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.