ილია მზექალაშვილი სოფელ საბუის, ალმატისა და ენისლის მოსახლეობას შეხვდა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი შეხვდა სოფელ საბუის, ალმატისა და ენისლის მოსახლეობას.
როგორც ილია მზექალაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პროექტების განხორციელებისას პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბუის, ალმატისა და ენისლის მოსახლეობას შევხვდით!
შეხვედრის ფარგლებში, ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე, დაგეგმილ პროექტებზე. გამოწვევების გადაჭრის პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული განსახორციელებული პროექტი მათ ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული,” – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი.