მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან ერთად გამართა სამუშაო შეხვედრა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდა რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283, რომელიც იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაწვრილებით განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მერის წარმომადგენლები.