კახეთის რეგიონში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 32 საბავშვო ბაღს.

კახეთის რეგიონში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია.
პირველ ეტაპზე, კახეთის რეგიონში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 32 საბავშვო ბაღს.
ამ დროისთვის დასრულებულია 7 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხოლო 23 ბაღზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართეს სამუშაო შეხვედრა.
იხილეთ ვრცლად:https://shorturl.at/rNRuM